weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

გურჯაანში, ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ორი პროექტი მიმდინარეობს

17:48 ოთხშაბათი, 11 მაისი 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ევროკავშირის პროგრამის, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (სრიგპ) ფარგლებში ორი მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს.

რეაბილიტაცია უტარდება ქალაქ გურჯაანში, ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მდებარე, ჯონ მალხაზ შალიკაშვილის სახელობის ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმს.

პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულება 465 012 ლარია, მოხდება შენობის სრული განახლება. სამუშაოებს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული, შპს „აი სი ემ ჯი” ასრულებს.

სრიგპ პროგრამის ფარგლებში ასევე, მიმდინარეობს სოფელ ჩუმლაყის ინდუსტრიული უბნის ბაკურციხის შემოვლით გზასთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულებაც 1 879 999 ლარია, მოეწყობა 3 კმ - მდე სიგრძის ახალი გზა, რომელიც ხელს შეუწყობს ადილობრივი ბიზნესის განვითარებას, ხილის მწარმოებლებს და ექსპორტიორებს გაუადვილებს გადაადგილებას, შეამცირებს დროს და ტრანსპორტირების ხარჯებს. 

პროექტები ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით ხორციელდება.

[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]